ხორვატი მსახიობი და მომღერალი, მირა ფურლანი 65 წლის ასაკში დასავლეთ ნილოსის ვირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
მსახიობმა კანის კინოფესტივალის გამარჯვებულ, ემირ კუსტურიცას ფილმში “მამა მივლინებაშია” ითამაშა. შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში – “ბაბილონი 5”, “ორჯერ დაბადებული”, “დედასთან ერთად”.
საყოველთაო პოპულარობა საკულტო სერიალ “დაკარგულებში” შესრულებულმა ფრანგი მეცნიერის, დანიელ რუსოს როლმა მოუტანა, რომელიც იდუმალებით მოცულ კუნძულზე “Oceanic 815” ჩამოვარდნამდე რამდენიმე წლით ადრე მოხვდა.
კომენტარები