• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Tuesday 19th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

დავით სოკოლოვი კოვიდცენტრში გადაიყვანეს – ლეგენდარული ტელეწამყვანი მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის

დავით სოკოლოვი კოვიდცენტრში გადაიყვანეს – ლეგენდარული ტელეწამყვანი მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის
50 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ლეგენდარული ტელეწამყვანის, დავით სოკოლოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მძიმე სენის მქონდე პაციენტის პასუხი კორონავირუსზეუარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა სოკოლოვი კოვიდკლინიკაში მაინც გადაიყვანეს.

„ამ სტატუსის არსი მარტივია და ასევე მარტივი შეკითხვით დავიწყებ: ეკუთვნის თუ არა ჩვენს ტელე ლეგენდას დავით სოკოლოვს პროფესიული ვარსკვლავის გახსნა?

რა თქმა უნდა, კიო, ყველა იტყვით და მართალიც იქნებით! სამწუხაროდ ეს ერთადერთი დაფასებაა ჩვენს ქვეყანაში ღვაწლმოსილი ადამიანების. კი, ეკუთვნის, იმსახურებს,მით უმეტეს, რომ მის გარდა მისი თაობის ყველა კოლეგას უკვე აქვს ასეთი ვარსკვლავი ანძის ქვეშ. მაგრამ მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რაც სინამდვილეში ახლა ამ წუთას ხდება.

ჩვენი დავით სოკოლოვი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის. ეს ბევრმა იცის, დიდი ხანია ამ დაავადებით ცხოვრობს ეს ადამიანი და სტაბილურადაა. ბოლო დღეებში ტკივილებმა შეაწუხა. ოჯახმა მორიგჯერ საავადმყოფოში გადაიყვანა და რადგან ყველას უკეთებენ ტესტს კოვიდზე, გაუკეთეს მასაც. სმსით მოვიდა პასუხი, რომ კოვიდი მას არ აქვს. ცოტა ხანში კი ოჯახის უკითხავად და მათ გაუფრთხილებლად დავით სოკოლოვი კოვიდის ცენტრში გადაიყვანეს.

ოჯახს მხოლოდ სმს შერჩა, სადაც გარკვევით წერია რომ მისი პასუხია -უარყოფითი! ახლა დავით სოკოლოვი კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს და უკვე ალბათ ახალი ტესტი კოვიდსაც დაუდასტურებს…

რა ჰქვია ამას? რა ხდება ამ ქვეყანაში? გარდა იმისა,რომ წლებია 3 ათასი ლარი ვერ გამოინახა ლეგენდარული ტელეწამყვანისთვის ვარსკვლავის გასახსნელად, ახლა უკვე მისი სიცოცხლეც საფრთხეში უნდა ჩააგდონ?

იმედია, გადაიტანს ბატონი დათო ამ დარტყმასაც, მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ- რატომ?“, – წერს მაკა რაზმაძე სოცქსელში.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding