• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Sunday 07th March 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • განათლება
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • ელ წიგნები
    • SOS დაეხმარე!
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ეროვნული დაზვერვა, ფინანსები, პანდემიის მართვა – ბაიდენმა საკვანძო თანამდებობები ქალებს ჩააბარა

ეროვნული დაზვერვა, ფინანსები, პანდემიის მართვა – ბაიდენმა საკვანძო თანამდებობები ქალებს ჩააბარა
72 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ბევრი თანხმდება, რომ შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად არჩევა, ნაწილობრივ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კამალა ჰარისის წარდგენამ განაპირობა. მაგრამ ჯო ბაიდენი მხოლოდ ამით არ გაჩერებულა : ფინანსები, გარემო, უსაფრთხოება, კოვიდ პანდემიის მართვა…

აქამდე არასდროს, ქალებს ასეთი საკვანძო და მნიშვნელოვანი თანამდებობები არ დაუკავებიათ. ამასთან ედისონ რისერჩის მიხედვით ქალი ამომრჩევლების 57 % ბაიდენს მისცა ხმა.

შეერთებული შტატების 244 წლიან ისტორიაში კამალა ჰარისი პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ადამიანია, რომელიც პირველად ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ახალი ვიცე-პრეზიდენტი – სიმბოლოა, იმისა თუ რა როლს შეასრულებენ ქალები ბაიდენის ადმინისტრაციაში.

აქამდე, არასდროს ყოფილა ამდენი ქალი შტატების პრეზიდენტის კაბინეტში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი რაოდენობა, არამედ ის გავლენა რაც მათ ექნებათ ქვეყნის მართვისას.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია, როგორც თეთრს სახლში, ასევე კაბინეტში, ქვეყნის განსახიერება იქნებოდა. პრეზიდენტის კაბინეტის 15 წევრიდან 5 ქალია. აქედან 2, თავიანთ პოსტებზე პირველი ქალები იქნებიან .

შეერთებულ შტატების მკვიდრი მოსახლეობის არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა პრეზიდენტის კაბინეტის წევრი. ამ მოცემულობის გამოსწორება შესაძლებელი გახდა დებ ჰაალანდის წყალობით, რომელიც შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელი გახდება.

ასევე პირველად აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან დაწყებული, საიდუმლოებით მოცული ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოთი დასრულებული ქალი უხელმძღვანელებს. აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ევრილ ჰეინსი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 84-მა სენატორმა. 10 წინააღმდეგი იყო.

გაეროში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი ლინდა თომას გრინფილდი იქნება.

ბაიდენის ეკონომიკურ გუნდშიც წამყვან პოზიციებზე ბევრი ქალია.  დამტკიცების შემთხვევაში, ჯანეტ იელენი პირველი ქალი იქნება, რომელიც ამერიკის ხაზინის მდივნის პოზიციას დაიკავებს, დეპარტამენტის 231 წლიანი ისტორიის მანძილზე.

ქალებით იქნება დაკომპლექტებული კომუნიკაციის გუნდიც. ჯო ბაიდენის გამარჯვებაში სწორედ ქალებმა შეიტანეს ძალიან დიდი წვლილი.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding