კორონავირუის ჯერ კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის, ამიტომ არის საჭირო კარგი ანალიზი ამ ერთი წლის გამოცდილების, რომ ჩვენ უფრო მომზადებული შევხვდეთ 2021 და 2022 წლებს. ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. მე დარწმუნებული ვარ, ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ამ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დამთავრდება და სანამ არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა მოსახლეობაში.
კომენტარები