დღეს გორში გრიშა ონიანი ჩავიდა. ის საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის დაბადების დღეს, ბელადის სახლ-მუზეუმს ეწვია. საზოგადოება ,,სტალინელების” თავმჯდომარე ქალაქს ავტომანქანა „ჩაიკით” ესტუმრა.
საპატრულო პოლიციამ მისი მძღოლი, მანქანის არასწორი დგომის გამო, დააჯარიმა.
“ჩაიკა”, იგივე გაზ-13, ერთ დროს საბჭოთა კავშირის მაღალი თანამდებობის პირებს ემსახურებოდა. საბჭოთა პერიოდში ქ. გორკის ქარხანას სულ 3 179 ცალი დაუმზადებია. მონაწილეობა იმ მცირე ღონისძიებაში მიიღო, რომელმაც სტალინელებმა და კომუნისტებმა მუზეუმის ტერიტორიაზე გამართეს.
კომენტარები