• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Wednesday 20th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

გუდაურში საბავშვო ბაღი აშენდა

გუდაურში საბავშვო ბაღი აშენდა
36 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში საბავშვო ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სააღმზრდელო დაწესებულება ერთჯგუფიანია და გათვლილია 35 აღსაზრდელზე.

ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მოეწყო პანდუსი და ადაპტირებულია სველი წერტილები.

გუდაურს, რომელიც მაღალმთიანი ზონის სტატუსით სარგებლობს, არასდროს ჰქონია საბავშვო ბაღი. ახალი დაწესებულების აშენებამ გუდაურში დამატებითი სამუშაო ადგილებიც შექმნა. საბავშო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 837 ათასი ლარით დაფინანსდა, თუმცა მოგვიანებით დამატებით რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან 223 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც დაწესებულებამდე მისასვლელი გზის მოასფალტებასა და ეზოს მოწყობას მოხმარდა.

დასრულებული მშენებლობა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ, რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მანანა ნარიმანიძესთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding