• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Friday 22nd January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ილონ მასკის ქონება 24 საათში $8,8 მილიარდით შემცირდა

ილონ მასკის ქონება 24 საათში $8,8 მილიარდით შემცირდა
69 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელის ილონ მასკის ქონება ბოლო 24 საათში $8,8 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ მონაცემები Forbes Real-Time-ზე გამოქვეყნდა.

21 დეკემბერს Tesla-ს აქციებზე ფასი 6,5%-ით დაეცა. აშშ-ის საფონდო ბაზარზე კომპანიების აქციებზე ფასის ვრდნა ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის ფონზე დაიწყო.

21 დეკემბერს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ილონ მასკის ქონება $144,7 მილიარდად შეფასდა. 19 დეკემბერს მისი ქონება $150 მილიარდს აღემატებოდა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე იყო. ახლა კი ილონ მასკი ჯეფ ბეზოსისა და ბერნარდ არნოს შემდეგ მესამეა.

კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო, 46-მა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding