ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება. „რაც შეეხება კითხვას, როდის შემოვა ვაქცინა, პირველი ვაქცინა, როგორც მე ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინე, მარტში შემოვა და წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი იქნებ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები