• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Monday 18th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ჯანმო: მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ტარდება, 2021 წელი მაინც რთული წელი იქნება

ჯანმო: მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ტარდება, 2021 წელი მაინც რთული წელი იქნება
92 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება, 2021 წელი მაინც რთული წელი იქნება.

„ვფიქრობ, წინ რთული წელი გველოდება და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ“, – აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.

ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, წლის პირველი ნახევარი რთული იქნება, რადგან ბევრ ქვეყანაში ხალხმა დღესასწაულებზე სახლში დარჩენასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არ დაიცვა.

„ჩვენ 2021 წლის რთული დასაწყისი გვექნება. საშობაო და ახალი წლის პერიოდში ხალხის ქცევა 2021 წლის პირველ სამ თვეს საკმაოდ რთულს გახდის ვირუსის გადაცემის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გაზრდის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding