• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Monday 08th March 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • განათლება
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • ელ წიგნები
    • SOS დაეხმარე!
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ჯიმ კერი მელანია ტრამპს: ყველაზე ცუდი პირველი ლედი ხარ

ჯიმ კერი მელანია ტრამპს: ყველაზე ცუდი პირველი ლედი ხარ
53 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

კომიკოსმა ჯიმ კერიმ ყოფილ პირველ ლედის, მელანია ტრამპს კარიკატურა მიუძღვნა.

“ნახვამდის ყველაზე ცუდო პირველო ლედი. იმედი მაქვს, მოსახლეობა შეძლებს თქვენი ცხოვრების დაფინანსებას. მადლობა არაფრისთვის”. – ვკითხულობთ წარწერას კარიკატურაზე, რომელიც კერიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მსახიობის პოსტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. მომხმარებელთა ნაწილმა სურათს სექსისტური და ანტიფემინისტური, მსახიობს კი ფარისეველი უწოდა, რომელიც საკუთარ თავს მარცხენა ფრთასთან აიდენტიფიცირებს.

კერი ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს კარიკატურებით ხშირად ეხმიანება. ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი კომიკოსმა კაპიტოლიუმზე თავდასხმას მიუძღვნა.

“ჩაკ შუმერის ფიკუსზე მოვისაქმე, ამ საქციელისთვის თქვენგან პატივისცემას მოვითხოვ”. – წერია სურათზე.

2019 წელს კერიმ მეოცე საუკუნის დასაწყისის ცნობილი იტალიელი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის კარიკატურა გამოაქვეყნა. პოლიტიკოსის შთამომავალმა მსახიობს “ნაბიჭვარი” უწოდა.

“თუ გაინტერესებთ სადამდე მივყავართ ფაშიზმს, შეხედეთ ბენიტო მუსოლინის და მის საყვარელს, კლარეტას”. – წერია კარიკატურის აღწერილობაში.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding