• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 16th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ხელმოჭრილებივით ვიყავით… მერე არ მივსულვართ ლოცვაზე – რას ჰყვება იმერი კავსაძე

ხელმოჭრილებივით ვიყავით… მერე არ მივსულვართ ლოცვაზე – რას ჰყვება იმერი კავსაძე
54 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, კახი კავსაძე პატრიარქთან არის სტუმრად, რომელსაც აწერია, რომ ლეგენდარული მსახიობი დაბადების დღეს ულოცავს უწმიდესს. როგორც აღმოჩნდა, ფოტო სამი წლის წინანდელია.

“პრაიმამბებს” მსახიობის ძმა, ოპერის მომღერალი იმერი კავსაძე ესაუბრება:

იმერი კავსაძე: – ძველი ფოტოა, ნიღაბი არავის უკეთია, ხომ ნახეთ. როგორც მახსოვს, უწმინდესი 85 წლის რომ გახდა, მაშინ მივულოცეთ.

აუცილებლად გავაგრძელებთ საპატრიარქოში სიარულს, როგორც კი ეს პანდემია გადაივლის და კახიც შეძლებს გარეთ გასვლას.

პირველად რომ გამაცნო კახიმ, მიყურა, მიყურა უწმინდესმა და კახის უთხრა, ძალიანა გგავსო.

გივი ბერიკაშვილი ცოცხალი რომ იყო, ერთად შაბათის ლოცვას ვესწრებოდით, წირვებზეც დავდიოდით. გივის გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვიყავით საპატრიარქოში და საოცარია, მაგრამ ხელმოჭრილებივით ვიყავით. მერე არ მივსულვართ ლოცვაზე. უწმინდესს მოვუკითხივართ, სად არიან კავსაძეებიო? საოცარი მეხსიერება აქვს. წარმოიდგინეთ, რამხელა მადლია უწმინდესის სიტყვები ჩვენს მიმართ. სიცოცხლის ძალაა პირდაპირ. ბედნიერებაა.

ახლა უწმინდესთან ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ არაფერი შეუტანოს. ღმერთმა დაიფაროს… როგორც კი ჩაწყნარდება ყველაფერი, უეჭველი განვაახლებთ საპატრიარქოში სიარულის ტრადიციას.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding