გამოცემა Reuters-ის ცნობით, რომის პაპი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ რიგში, ღარიბებმა უნდა მიიღონ.
მისი თქმით, გლობალურმა პანდემიამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება, საზოგადოების ყველაზე ღარიბმა და სუსტმა წევრებმა პრივილეგირებული მკურნალობა უნდა მიიღონ. თუ ვინმე უპირატეს მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, დაე, ეს ყველაზე ღარიბები, ყველაზე დაუცველები იყვნენ, ისინი, რომლებიც ხშირად დისკრიმინაციას განიცდიან, რადგან მათ არც ძალაუფლება და არც ეკონომიკური რესურსები არ გააჩნიათ”, – აღნიშნა პაპმა.
კომენტარები