• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 21st January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

კორონავირუსმა ანტარქტიდაზეც ჩააღწია

კორონავირუსმა ანტარქტიდაზეც ჩააღწია
83 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

„კოვიდ-19“-ის შემთხვევები კორონავირუსისგან თავისუფალ უკანასკნელ კონტინენტზე – ანტარქტიდაზეც გამოვლინდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ვირუსული დაავადება ანტარქტიდაზე მდებარე ჩილეს კვლევითი სადგურის პერსონალს დაუდასტურდა.

ჩილეს შეიარაღებული ძალების ცნობით, ბერნარდო ოჰიგინსის ბაზაზე ინფიცირებულია 36 ადამიანი, მათ შორის 26 სამხედრო მოსამსახურე და 10 სამოქალაქო კონტრაქტორი.

ჩილეს შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბაზის პერსონალი უკვე იზოლირებულია და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ამასთან, არც ერთ ინფიცირებულს გართულებები ამ ეტაპზე არ აღენიშნება.

ჩილეს სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, კორონავირუსი ანტრაქტიდაზე მდებარე ბაზაზე სავარაუდოდ ხომალდიდან გავრცელდა, რომელიც ანტრაქტიკის რეგიონში 27 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში იმყოფებოდა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding