• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 21st January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

კორონავირუსზე ახალმა ​კვლევამ შემაშფოთებელი შედეგი აჩვენა – ნახეთ, ვინ ავრცელებს ვირუსს ყველაზე ხშირად

კორონავირუსზე ახალმა ​კვლევამ შემაშფოთებელი შედეგი აჩვენა – ნახეთ, ვინ ავრცელებს ვირუსს ყველაზე ხშირად
138 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ს ძირითადად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ. სხვადასხვა სცენარით ანალიტიკური მოდელების შეფასებამ აჩვენა, რომ იმ ინდივიდებზე, ვისაც დაავადების სიმპტომები არ ჰქონიათ, ინფექციის გავრცელების ნახევარზე მეტი შემთხვევა მოდის. მეცნიერებმა შეისწავლეს პრესიმპტომატური პაციენტები, სიმპტომატური და ისეთები, ვისაც სიმპტომები არასდროს გამოვლენიათ.

ნაშრომის მიხედვით, ასიმპტომატურ ადამიანებზე მოდის აღრიცხული გავრცელების 59%. აქედან 35 პროცენტს გავრცელებისას სიმპტომები ჯერ არ ჰქონდა, 24 პროცენტს კი კოვიდ-19-ის სიმპტომები საერთოდ არ ჰქონია. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მოდელს ზუსტი ანგარიშის მომზადების პრეტენზია არ აქვს და ეს უმეტესად ახალი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო შეფასებებია.

შესაბამისად, მხოლოდ იმ ადამიანების ამოცნობა და იზოლირება, ვინც ინფექციის მატარებელია, ახალი კორონავირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს. „გავრცელების ეფექტური კონტროლი მოითხოვს ისეთი ადამიანებისგან გადაცემის რისკის შემცირებას, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ“ – აღნიშნავენ ამერიკელი მეცნიერები. მათი აზრით, „სტრატეგიული ტესტირება იმ ადამიანების, ვინც ავად არ არის, იქნება გადამწყვეტი კოვიდ-19-ის გავრცელების შენელების საქმეში, სანამ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გახდება ფართოდ ხელმისაწვდომი“.

კვლევის ავტორები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ჯანმრთელად ყოფნა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციები არ დავიცვათ. ნიღბების ტარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, ხელების ხშირად დაბანა და ჯგუფური თავშეყრებისთვის თავის არიდება, კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება.

წყარო: ამერიკის ხმა

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding