• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 21st January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ლაგოსის ხიდი – ჯოჯოხეთი დედამიწაზე, სადაც ადამიანებს საცობში დგომა საათობით უწევთ

ლაგოსის ხიდი – ჯოჯოხეთი დედამიწაზე, სადაც ადამიანებს საცობში დგომა საათობით უწევთ
86 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ნიგერიის ქალაქ ლაგოსის მოსახლეობისთვის საცობი კარგად ნაცნობი სიტუაციაა, თუმცა მას შემდეგ რაც ქალაქის მთავარი ხიდის რესტავრაცია დაიწყო, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.

გასული წლის 25 ივლისიდან ხიდის ერთი ნაწილი დაიხურა და შესაბამისად მოძრაობა უფრო გადატვირთული გახდა.

ლაგოსი ზედმეტად გადატვირთული ქალაქია. ის რამდენიმე კუნძულზეა გადაჭიმული და მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესად გაჭირვებულია.

მესამე მატერიკის ხიდი 1980–იან წლებში აშენდა და მთლიანობაში 11 კილომეტრს მოიცავს. ეს ხიდი კუნძულებს ცენტრთან აკავშირებს და მისი გავლა ყოველდღიურად ათასობით ადამიანს უწევს.

ხიდის რესტავრაციის დროს, როდესაც მისი ერთი ნაწილი ჩაიკეტა, წარმოუდგენელი ზომის საცობი წარმოიქმნა.

მოსახლეობას ისედაც რთული გზა კიდევ უფრო გაურთულდა.

„სახლებს ძალიან ადრე ვტოვებთ და სამსახურებში მაინც ვაგვიანებთ“ – უთხრა BBC–ის ბოლაჯიმ, ადგილობრივმა მოვაჭრემ.

ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ბოლაჯი სამსახურამდე მისასვლელად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. ქალაქში ძალიან ცოტა ავტობუსი მოძრაობს და თან მგზავრობა საკამოდ ძვირია.

„ხიდის დახურვამდე ავტობუსის ლოდინი 20–30 წუთი მიწევდა. ახლა ეს დრო საათამდე გაიზარდა, თანაც მგზავრობის ღირებულებამაც მოიმატა.“

საზოგადობრივი ტრანსპორტის გამოყენება უწევს ჯორჯსაც და მისი აზრით, საღამოს პიკი საათი ყველაზე საშინელი დროა.

„სამსახურიდან სახლში დასაბრუნებლად ზოგჯერ 2 ან 3 საათიც კი მჭირდება…“

ხიდის ფეხით გავლაც არაა მაინცდამაინც კარგი იდეა. ჯერ ერთი ის საკმაოდ გრძელია და მეორე, ხიდზე ადგილობრივი ბანდები მორიგეობენ და გამვლელებს ძარცვავენ.

ხიდი წესით იანვრის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა ვადამ მინიმუმ ერთი თვით გადაიწია.

 

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding