• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Tuesday 09th March 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • განათლება
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • ელ წიგნები
    • SOS დაეხმარე!
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

“მათ შესაძლოა სამეფო ტიტულიც ჩამოართვან” – დედოფლის რომელი შეთანხმება დაარღვიეს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ

“მათ შესაძლოა სამეფო ტიტულიც ჩამოართვან” – დედოფლის რომელი შეთანხმება დაარღვიეს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ
122 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი კიდევ ერთხელ ჩააგდეს უხერხულ მდგომარეობაში.

ამის მიზეზი კი მათი სატელევიზიო გამოჩენა გახდა. მათ ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცეს, სადაც განაცხადეს, რომ ახლა ამერიკაში გადამწყვეტი არჩევნებია.

საზოგადოებამ ეს ყველაფერი ჯო ბაიდენის მხარდაჭერისადმი მოწოდებად აღიქვა.

თუმცა წყვილს ინტერვიუს დროს არც დონალდ ტრამპი უხსენებია და არც ჯო ბაიდენი.

ინტერვიუს გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. “მე მისი დიდი გულშემატკივარი არ ვარ- მას სავარაუდოდ ეს აქამდეც სმენია – მაგრამ ჰარის იღბალს ვუსურვებ, მას ეს ნამდვილად სჭირდება,”- უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა Daily Mail U.S-ის პოლიტიკურ რეპორტიორს ნიკი შვაბის.

როდესაც მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახი დატოვეს, პირობა დადეს, რომ ისინი მისი უდიდებულესობის ღირებულებებს მხარს დაუჭერდნენ, თუმცა ეს პირობა დაარღვიეს, რადგან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მისი წევრები პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ.

The Sunday Times სამეფო ოჯახის პერსონალზე დაყრდნობით იუწყება, რომ დედოფალი შვილიშვილის და მისი მეუღლის სამაგალითოდ დასჯას ფიქრობს.

ინსაიდერების ცნობით, მათ შესაძლოა სამეფო ტიტულიც კი წაართვან.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding