ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მამა, სტენლი, პროტესტის ნიშნად საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით საბუთების შეტანას აპირებს.
ამის შესახებ თავად სტენლი ჯონსონმა განაცხადა რადიოკომპანია RTL-ის პირდაპირ ეთერში.
უფროსი ჯონსონის განცხადებით, იგი ევროკავშირთან კავშირების შენარჩუნებას აპირებს.
“საქმე იმაში არაა, მე ფრანგი ვხდები, ჩემი დედა და ბებია ისედაც ფრანგები იყვნენ. მე ყოველთვის ევროპელი ვიქნები. შეუძლებელია ბრიტანელს უთხრა, რომ ის ევროპელი არაა, ევროკაშირთან კავშირების შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი,” – აცხადებს სტენლი ჯონსონი.
იგი 80 წლისაა, წლების განმავლობაში იყო ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი, 1979 – 1984 წლებში იყო ევროპარლამენტარი. მუშაობდა ევროკომისიაში და 2016 წელს, რეფერენდუმზე, ბრექსიტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
შეგახსენებთ, რომ მისი შვილი ბორის ჯონსონი ერთერთი მთავარი ფიგურა იყო ბრიტანეთის ევროკავშრიდან გასვლის მომხრეთა მოძრაობაში.
კომენტარები