• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 16th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

მეუფე შიო: თუ ჩვენს თავს უფალს მივუძღვნით, მაშინ დღევანდელი დღე დიდი სიხარული და დღესასწაული იქნება

მეუფე შიო: თუ ჩვენს თავს უფალს მივუძღვნით, მაშინ დღევანდელი დღე დიდი სიხარული და დღესასწაული იქნება
49 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საშობაო ლიტურგიაზე ქადაგებისას ტაძარში შეკრებილებს მიმართა და შობის დღესასწაული მიულოცა.

„ძვირფასო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღე, როდესაც ცოცხალი ღმერთი მოევლინა ამ სამყაროს. თითქოს გარეგნულად ძალიან უმწეოდ ბაგაში იშვა, მაგრამ ეს იყო თავად სიყვარული და არის სიყვარული. სიყვარული არამხოლოდ როგორც კეთილი დამოკიდებულება, ან როგორც გრძნობა, არამედ თვითონ ღმერთი, როგორც სიყვარული მოევლინა ამ წუთისოფელს იმისთვის, რომ გადაგვარჩინოს და გვაცხოვნოს ცოდვისგან, სიკვდილისგან და მოგვცეს მარადიული სიხარული. დღევანდელი დღე არის მოწოდება ჩვენთვისაც. გავიხსენოთ მოგვები, რომლებიც მიდიან ახალშობილ მაცხოვართან, მიდიან იმ ქვეყნიდან, შორეული ქვეყნიდან. ჩვენ ვფიქრობთ, დღეს რით ვუპასუხოთ ამ სიყვარულს, რომელიც ჩვენთვის ბოლომდე დამდაბლდა, დაამარცხა წუთისოფელი და ცოდვა. რითი ვპასუხობთ ჩვენ დღეს? რა მივართვათ დღეს მის შობა დღეს. მოგვები მოდიან შორეული ქვეყნიდან, სადაც ღმერთი, ქრისტე არ იყო. ჩვენც შეიძლება მივიდეთ უფალთან შორეთიდან, რა არის ჩვენი შორეული ადგილი? ეს არის ჩვენი სული, რომელიც დაბნელებულია ცოდვით, სიმძიმით, განსაცდელებით. ამ სიღრმიდან, როგორც ამბობს წმინდა დავით წინასწარმეტყველი „ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო“ მივმართოთ უფალს და მივიდეთ მასთან, მივართვათ ძღვენი, როგორც მოგვებმა მიართვეს, როგორც გახსოვთ ოქრო, გუნდრუკი და მური“, – ბრძანა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, თუ ჩვენს თავს მივუძღვნით უფალს დღევანდელი დღე სიხარული და დღესასწაული იქნება.

„ოქრო რა არის? ოქრო ხომ მიწის წიაღში მოიპოვება, საოცარი ლითონი ამ შავ მიწის წიაღში, ეს შეიძლება ჩვენ სულს შევადაროთ, ჩვენც გვაქვს ეს ოქრო, მიუხედავად ცოდვისა და დაცემულობისა, ჩვენ უნდა გავწმინდოთ ჩვენი გული და სული, ცხოვრება და მივართვათ ის ოქრო, რომელიც ჩვენ ღვითისგან გვაქვს მოცემული. ასევე გუნდრუკი, საკმეველი უნდა იყოს ჩვენი ერთგულება, სიყვარული უფლისადმი, რომელიც უნდა მივართვათ უფალს. ასევე მური. მურს მიართმევდნენ მიცვალებულებს. ესაც ერთგვარი სიმბოლოა, რომ ჩვენ, მივართვათ უფალს ჩვენი თავგანწირული სიყვარული, ჩვენი თავგანწირვა. როგორც ამბობს უფალი „რომელმაც წარიწყმინდოს თავი თვისი, ჩემთვის და სახარებისთვის მან მოიპოვოს და იცხონოს სული თვისი“ , ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე.

გილოცავთ, თუ ასე ვიფიქრებთ და მივუძღვნით ჩვენს თავს უფალს, მაშინ დღევანდელი დღე დიდი სიხარული და დღესასწაული იქნება“, – ბრძანა მეუფე შიომ.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding