მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 24 თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან დაიწყება. დოიჯაშვილს 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი მძიმე დაავადებას ებრძოდა. იგი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გასული წლის გაზაფხულზე მოათავსეს.
2020 წლის წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ცნობილია მისი ჰიტი „მელიქიშვილის გამზირი“.
კომენტარები