• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Sunday 07th March 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • განათლება
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • ელ წიგნები
    • SOS დაეხმარე!
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ორმაგად საწყენია, როდესაც ადამიანებამდე სიმართლე ვერ მიგვაქვს – თორნიკე შენგელიას მამა

ორმაგად საწყენია, როდესაც ადამიანებამდე სიმართლე ვერ მიგვაქვს – თორნიკე შენგელიას მამა
285 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მამამ „პალიტრანიუსზე“ სტუმრობისას თავისი შვილის ცსკა-ში ტრანსფერზე ისაუბრა.

გადაცემა „სპორტალის“ ეთერში კახა შენგელიამ განაცხადა, რომ საქართველოში თორნიკეს გარშემო შექმნილი ვითარება მის ოჯახზე უარყოფითად მოქმედებს და მოსახლეობას მისი გადაწყვეტილების რეალური მიზეზი არ ესმის.

„რა თქმა უნდა თორნიკეს გარშემო შექმნილი სიტუაცია მოქმედებს ჩვენს ოჯახზე და ორმაგად საწყენია, როდესაც ადამიანებამდე სიმართლე ვერ მიგვაქვს, თუ რატომ მოხდა ეს. სასიკეთოა ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ოჯახისთვის და კალათბურთისთვის. აი ამის მიტანა ვერ მოხერხდა ადამიანებამდე.

ვინც გაიგო რეალური მიზეზი და ის შედეგები, რაც ამ ტრანსფერს მოყვება საქართველოსთვის, ყველა გახარებულია და ყველა გვილოცავს“, – განაცხადა კახა შენგელიამ.

მისივე თქმით, 28 წლის კალათბურთელის გადაწყვეტილებაში გადამწყვეტი როლი კონტრაქტის იმ ნაწილმა ითამაშა, რომლის მიხედვითაც თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებში გამომგზავრებას ნებისმიერ დროს შეძლებს.

„თორნიკეს გადაწყვეტილებაში ბოლო წვეთი იყო როდესაც ნაკრებში გამოშვების პირობა მივიღეთ. ამან ითამაშა განუსაზღვრელი როლი. კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები ყველაფერი კარგი ჰქონდა, უბრალოდ თორნიკე „ჭიდაობდა“ ამ პუნტქის ჩაწერაზე, რომ ნაკრებში თამაშის უფლება მიეღო.

როგორც კი ამის უფლება მივიღეთ, აღარც დაფიქრებულა ეგრევე მითხრა მამა წავედითო. ვიცოდი ამას რა ამბავიც მოყვებოდა, მაგრამ ამ დოზით თუ იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა. ვიცოდი, რომ გამოჩნდებოდა ხალხი, რომელიც უარყოფითად შეხვდებოდა ჩვენს გადაწყვეტილებას.

თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ის, რაც წაადგება არამარტო ჩვენს ოჯახს, არამედ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს. ასევე მინდა მათ მივმართო, რომლებიც იძახიან ფულის გამო გადავიდაო, არანაირი სხვაობა არ არის თანხაში. რაც უნდა მიეღო „ბასკონიაში“, იგივეს იღებს ცსკა-შიც“, – განმარტავს კახა შენგელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 28 წლის კალათბურთელის გადაწყვეტილებას უარყოფითი შეფასება მოყვა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისგან.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding