• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 28th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

პაატა იმნაძე: შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, ვითარება დასტაბილურდა, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენზე

პაატა იმნაძე: შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, ვითარება დასტაბილურდა, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენზე
50 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

მთავარია, შეზღუდვებმა თავისი შედეგი გამოიღო, სიტუაცია დასტაბილურდა. დღეში 5 000 შემთხვევიდან ჩამოვედით 2 000-ზე ნაკლებზე. რაც მთავარია, გაკეთებული ტესტებიდან, ბოლო დღეების დადებითობის მაჩვენებელი სტაბილურად არის 13-14 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის სტაბილიზირება აშკარად სახეზეა და ახლა დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

„მაქსიმალურად თუ შევეცდებით, დავიცვათ პირბადის ტარების წესი და დისტანცია, იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ. პანდემიამ წელს ბევრი რამ შეცვალა ცხოვრებაში და, ალბათ, სამწუხაროდ, ახალი წლის შეხვედრის ტრადიციაც, მოგვიწევს, რომ ცოტა სხვანაირად შევხვდეთ და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ერთმანეთთან მისვლისგან. მაქსიმალურად ვიწრო ოჯახურ წრეში შევეგებოთ ახალ წელს, რომელიც იმედია, რომ პანდემიის ბოლო წელი იქნება. ვიცი, ქართველებს გვიყვარს ერთმანეთთან სტუმრად სიარული, მაგრამ უნდა შევზღუდოთ და ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ახალი წლის შემობრძანება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 221 605 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 203 547-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 377 მოქალაქე.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding