კორონავირუსი პანდემიის ფონზე, მსოფლიო ოკეანეში 1,5 მილიარდზე მეტი სამედიცინო პირბადე მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია Oceans Asia ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ეს რიცხვი ნიშნავს, რომ მსოფლიო ოკეანე დამატებით 4 680-6 240 ტონამდე პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურდა.
როგორც ეკოლოგები განმარტავენ, პირბადეები პოლიპროპილენით არის დამზადებული, რომლის სრულ გახრწნას ნახევარი საუკუნე სჭირდება. დროთა განმავლობაში ის მცირე პლასტიკურ ნაწილაკებად იშლება, რაც ოკეანის ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
კომენტარები