• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 06th March 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • განათლება
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • ელ წიგნები
    • SOS დაეხმარე!
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

პედაგოგებს, რომლებიც სწავლას 1-ელი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განაახლებენ, PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

პედაგოგებს, რომლებიც სწავლას 1-ელი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განაახლებენ, PCR ტესტირება ჩაუტარდებათ
75 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

იმ სკოლების პედაგოგებს, რომლებიც სწავლას 1-ელი თებერვლიდან რეალურ სივრცეში განაახლებენ, სასწავლო პროცესის დაწყებამდე PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

რა პერიოდულობითა და სიხშირით ჩაუტარდებათ ტესტირება, აღნიშნულთან დაკავშირებულ პროტოკოლზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი არ გავრცელდება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებზე.

“მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და განსაზღვრა სკოლებში ვინ, როდის და რა რაოდენობით უნდა გაიტესტოს. ამის შესახებ სკოლებს უახლოეს მომავალში ეცნობებათ. შესაბამისად, ისინი ამ პროცესის ორგანიზებას შეძლებენ. რა პროტოკოლიც ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავდება ამ ეტაპისთვის, სამი ქალაქის თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების გარდა, ყველა სკოლას მოიცავს. ეს სამუშაო პროცესი მალე დასრულდება“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები სწავლას რეალურ სივრცეში, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. მათივე გადაწყვეტილებით, სკოლებში უნდა განხორციელდეს მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding