• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 16th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

პომპეიში 2 ათასი წლის წინ არსებული „სწრაფი კვების“ დახლი აღმოაჩინეს

პომპეიში 2 ათასი წლის წინ არსებული „სწრაფი კვების“ დახლი აღმოაჩინეს
46 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

არქეოლოგებმა ძველ რომაულ ქალაქში, პომპეიში 2 ათასი წლის წინ არსებული „სწრაფი კვების“ დახლი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ BBC წერს.

დახლზე, რომელიც ტერმოპოლიუმის სახელითაა ცნობილი, ქალაქის მოსახლეობას ცხელ კერძებსა და სასმელს სთავაზობდნენ.

სავაჭრო სივრცე სხვადასხვა ნახატითაა გაფორმებული. კარგადაა შემონახული ტერაკოტას, ანუ გამომწვარი თიხისაგან დამზადებული ჭურჭელიც, რომელიც დახლის კედელშია ჩაშენებული და რომელშიც საკვებს ინახავდნენ.

ჭურჭელში ღორის, საქონლის, ლოკოკინის ხორცისგან და თევზისგან დამზადებული საკვების კვალი აღმოაჩინეს.

პომპეი იყო ქალაქი ძველ რომში, რომელიც, ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად, 79 წლის 24 აგვისტოს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა.

ქალაქი 1748 წელს აღმოაჩინეს. მისი სისტემატური შესწავლა მხოლოდ 1860 წლიდან დაიწყო, იტალიელი ჯუზეპე ფიორელის ხელმძღვანელობით და ეს კვლევა დღემდე გრძელდება. ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად დაანაწილა (ამ მეთოდს დღესაც იყენებენ), თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი დანომრა, ხოლო ფერფლსა და ლავაში გაჩენილი სიცარიელე თხევადი თაბაშირით ამოავსო. ამით შესაძლებელი გახდა კატასტროფის შედეგად დაღუპული და გაქვავებული ადამიანებისა და ცხოველების ანაბეჭდების აღება.

1997 წელს, ქალაქის ნაშთები ჰერკულანუმთან და ტორე-ანუნციატასთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding