• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Friday 22nd January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი: წარმოუდგენელია იმ დიდ ოჯახში, რომლის მამამთავარიც პატივცემული საქართველოს პატრიარქი გახლავთ ანტისემიტიზმი სუნთქავდეს

ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი: წარმოუდგენელია იმ დიდ ოჯახში, რომლის მამამთავარიც პატივცემული საქართველოს პატრიარქი გახლავთ ანტისემიტიზმი სუნთქავდეს
45 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილის მოსახლეობისადმი მიმართვას ავრცელებს. ის საქართველოში და განსაკუთრებით მართლმადიდებლურ ეკლესიაში ანტისემიტიზმის არსებობას გამორიცხავს და სასულიერო პირების ქადაგებების გამო არსებულ აჟიოტაჟს „კათხაში ატეხილ ქარიშხალს” უწოდებს და ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე წერს.

„რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან და მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. უკანასკნელად კი შარშან შევხვდი და გამიჭირდება სიტყვით გადმოგცეთ ის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, რომელიც გარშემო სუფევდა. ვისაუბრეთ წარსულსა და მომავალზე, შევთანხმდით, რომ შეიქმნება წარმომადგენლობითი ერთობლივი „მრგვალი მაგიდა“, რომელიც ბევრ საჭირბოროტო საკითხს გაერთიანებული ძალებით გადაწყვეტს.

მე სრულიად თამამად ვაცხადებ, რომ წარმოუდგენელია იმ დიდ ოჯახში, რომლის მამამთავარიც პატივცემული საქართველოს პატრიარქი გახლავთ – ანტისემიტიზმი სუნთქავდეს, ამიტომ ყოველთვის დარწმუნებული ვიქნები, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის ებრაელთა თემის მოძულე და ვერავის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზები და კათხაში ატეხილი ქარიშხალი ვერ შექმნის ამ ილუზიას, ამიტომ იყუჩე მტერო! არც ამ თემის საზოგადოებაში ტირაჟირებაა გონივრული, რადგან პირველ ყოვლისა, პროვოკაციების სამიზნედ ვხდით და ამავდროულად, ბევრ ლაპარაკში შეცდომასაც ბევრს ვუშვებთ და უნებურად შეიძლება უკვე შეხორცებულ ჭრილობას შევეხოთ და განა ტკივილი გვაკლია ჩვენ?“, – წერს რაბინი.

მისი თქმით, ქართველები და ებრაელები ორი უძველესი, ბრძენი ერია, საქართველო და ისრაელი კი უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიის მქონე ქვეყნებია, ამიტომაც მათს კავშირს ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავს.

„ამიტომ მე ვწყვეტ ამ თემაზე პოლემიკას. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ისტორიის მიერ და იგი ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში ძევს. მოვუწოდებ გონიერ საზოგადოებას, ნუ აყვებით ერთი და იმავე სცენარით დაწერილ პროვოკაციებს, ნუ გააღვივებთ შუღლს, სთესეთ მშვიდობა – ეს დიდი მადლია!”, – ნათქვამია მიმართვაში.

დეკანოზმა ილია კარკაძემ ქადაგებისას თქვა: „ჩვენ როცა ვსაუბრობთ გინდა ქართველებზე, გინდა სხვა მოძმე და განსაკუთრებით ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ებრაელებთან, მაგრამ ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ცოტა შენ გიჭირდა და ჩვენ ჩაგიხუტეთ, შენ უნდა გესმოდეს, რომ არ უნდა გააკეთო ასე, სულხან-საბას იგავივით, კუ და მორიელივით”. მთავრობის წევრებმა და სასულიერო პირებმა ანტისემიტური განხზადება დაგმეს.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding