• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 21st January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

რა „დაჩიპვაზე” საუბრობთ, რის “დაჩიპვაზე”, ნუ გამაგიჟეთ?! – დიტო ცინცაძე

რა „დაჩიპვაზე” საუბრობთ, რის “დაჩიპვაზე”, ნუ გამაგიჟეთ?! – დიტო ცინცაძე
66 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

მე აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას, რადგან მინდა რამდენიმე წელი ვიცოცხლო, – ამის შესახებ რეჟისორმა დიტო ცინცაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„თბილისიდან მითხრეს „დაგჩიპავენო“ და მე არ მჯერა. ეს სისულელეა და მგონი, ჩვენ ცოტა განათლების პრობლემა გვაქვს. არ მინდა შორს შევიდე ამ განხილვაში. რა „დაჩიპვაზე” საუბრობთ, რის “დაჩიპვაზე”, ნუ გამაგიჟეთ?! აქ საუბარია სიკვდილსა და სიცოცხლეზე. სერიოზული პანდემიაა. სერიოზული ვირუსია. ხოცავს და ხოცავს ხალხს! ეს ფაქტია და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

ყველამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა და ვაქცინის გაკეთებით უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს უნდა დამთავრდეს და აუცილებლად დამთავრდება! მთავარია, სერიოზულად არ „დავიჩიპოთ” შიშებით. შეთქმულების თეორიების არ მჯერა. ჩემი რამდენიმე ახლობელიც ასე ფიქრობს და მინდა, მათაც მივმართო. არაფერს ვუმტკიცებ. ვთხოვ, ძალიან კარგად დაფიქრდნენ. საკმაოდ საშიში სიტუაციაა მსოფლიოში. მე გავიკეთებ და ჩემს ახლობლებსაც ამას ვურჩევ“, – განაცხადა დიტო ცინცაძემ.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding