• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 06th March 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • განათლება
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • ელ წიგნები
    • SOS დაეხმარე!
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

რა მოუვა თქვენს სხეულს თუ ხახვს ხშირად შეჭამთ? – 7 გამაოგნებელი ფაქტი

რა მოუვა თქვენს სხეულს თუ ხახვს ხშირად შეჭამთ? – 7 გამაოგნებელი ფაქტი
43 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ის, რაც გატირებთ, უფრო ძლიერს გხდით – სწორედ ამის თქმა შეიძლება ხახვზე. ეს პროდუქტი იმდენი ვიტამინითა და მინერალებითაა გაჯერებული, რომ თქვენი სხეულისთვის უდიდესი სიკეთის მოტანა შეუძლია. გახსოვდეთ, რომ ხახვი სუპერ საკვებია.

გთავაზობთ რამდენიმე ცვლილებას, რომელიც თქვენს ორგანიზმს დაეტყობა თუ ხახვს ყოველდღიურად მიირთმევთ.

1. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, რამდენიმე კვლევამ აჩვენა, ხახვის ხშირი მირთმევა შესაძლოა დადებითად აისახოს ძვლების სიმტკიცეზე. კვლევებში ნათქვამია, რომ ხახვის ყოველდღიური მოხმარება ერთი თვის განმავლობაში, თქვენი ძვლების სიმტკიცეს 5%–ით ზრდის მათთან შედარებით, ვინც ასე არ იქცევა.

2. ხახვს შეუძლია ორგანიზმში ქოლესტერინის დონე ნორმაზე დაიყვანოს. ეს კი გულის კუნთის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს და თავიდან გვარიდებს მრავალ დაავადებას.

3. ხახვი გაჯერებულია ისეთი მინერალებით, რომლებიც კუჭ–ნაწლავის სწორ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ის ხელს უწყობს ნაწლავებში „სასარგებლო ბაქტერიების“ მობილიზებას და საჭმლის გადამუშავების პროცესს უმსუბუქებს თქვენს ორგანიზმს.

4. ხახვის შემადგენლობაში 25 სხვადასხვა ტიპის ანტიოქსიდანტი შედის, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ისინი არა მხოლოდ გვიცავენ სხვადასხვა დაავადებებისგან, არამედ უჯრედების სიკვდილის პროცესს ებრძვიან.

5. ხახვი სპობს მავნე ბაქტერიებს პირის ღრუში და ხელს უწყობს ჰიგიენის შენარჩუნებას. მის ანტიმიკრობულ საშუალებებს შესწევთ ძალა თქვენი კბილების სიჯანსაღეს შეუწყონ ხელი. ის ასევე იცავს თქვენს თვალებს კატარაქტისგან.

6. ხახვი ორგანსზმს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება და შესაბამისად, შესწევს ძალა იყოს გარანტი ღამით კარგი ძილისა.

7. ხახვი მდიდარია ვიტამინებით – A, C, E, რაც კანის სიჯანსაღის გარანტია. ეს პროდუქტი კარგი საშუალებაა აკნესთან საბრძოლველად და სწორედ მის პრევენციას ახდენს.

დაფიქრდით, რამდენად კეთილგანწყობილი ხართ ამ პროდუქტის მიმართ?

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding