21 დეკემბერს სატურნისა და იუპიტერის “დიდი შეერთება” მოხდა. პლანეტების ცეკვა თბილისის დროით 14:02 წუთზე შედგა. ისინი ბოლო 400 წლის განმავლობაში ერთმანეთთან ყველაზე ახლოს აღმოჩდნენ.
ორი დღეა საზოგადოება წლის მნიშვნელოვან Tარიღზე მსჯელობს და საუბრობს. მზე ჰორიზონტთან ყველაზე ახლოსაა, რაც ღამის ხანგრძლივობას განაპირობებს.
ბუნიობას იშვიათი ასტრონომიული მოვლენა – იუპიტერისა და სატურნის “შეერთება” დაემთხვა. ეს ორი პლანეტა ერთმანეთს იმდენად მიუახლოვდა, რომ დედამიწიდან დაკვირვებისას ის ერთიან ციურ სხეულად გამოჩნდა. ბოლოს ეს მოვლენა დაახლოებით 800 წლის წინ 1226 წლის 4 მარტს მოხდა, ხოლო შემდეგი 2080 წლის 15 მარტს იქნება.
საყოველთაოდ ცნობილია, რუსთაველის კოსმოლოგია თავის გენიალურ პოემაში, თუმცა საოცარია, რომ ის სატურნი-იუპიტერის წინა შეერთებისას, ზუსტად 794 წლის წინ, ამ შეერთებაზე “ვეფხისტყაოსანში” წერდა:
“ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს;
მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდეს და შუქნი არნეს,
და აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.”
შოთა რუსთაველი პოემის გმირებთან მიმართებაში პლანეტებს ხშირად მიმართავდა, ესენია: მზე, მთვარე, ზუალი ანუ სატურნი, მუშთარი-იუპიტერი, მარიხი-მარსი, ასპიროზი-ვენერა, ოტარიდი-მერკური.
ამ უიშვიათეს ასტრონომიულ მოვლენას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკვირდებოდნენ და ის ვიდეოზე აღბეჭდეს.
კომენტარები