• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 04th March 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • განათლება
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • ელ წიგნები
    • SOS დაეხმარე!
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

რატომ გახდა სავალდებულო ტერმინალებით გადარიცხვისას მომხმარებლის ვერიფიკაცია – საქართველოს საბანკო ასოციაციაციის განმარტება

რატომ გახდა სავალდებულო ტერმინალებით გადარიცხვისას მომხმარებლის ვერიფიკაცია – საქართველოს საბანკო ასოციაციაციის განმარტება
110 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. ინფორმაციას საქართველოს საბანკო ასოციაციაცია ავრცელებს.

,,გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა:

აზარტული თამაშები და ლატარია;

ონლაინ თამაშები;

დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;

ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;

ინტერნეტ მარკეტინგი;

ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;

ტურისტული მომსახურება;

ქსელური მარკეტინგი;

ქველმოქმედება;

საკონსულტაციო მომსახურება;

პოლიტიკური პარტიები;

უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები”,  – ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding