• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Sunday 24th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

საახალწლოდ კულტურის სფეროს მოღვაწეთა მხარდასაჭერად უწყებათაშორისმა საბჭომ თბილისის მერიას 400 000 ლარი გამოუყო

საახალწლოდ კულტურის სფეროს მოღვაწეთა მხარდასაჭერად უწყებათაშორისმა საბჭომ თბილისის მერიას 400 000 ლარი გამოუყო
43 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას გამოეყოფა ასიგნება – 400 000 ლარი, რათა მათ ჩართონ საკუთარ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება კულტურის მოღვაწეებს. როგორც იცით, პანდემიამდე ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახლა ისინი მოკლებულები არიან ასეთ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვები კრძალავს რესტორნების ფუნქციონირებას. შესაბამისად, თბილისის მერიას გამოეყოფა ასიგნება 400 000 ლარი, რათა მათ ჩართონ საკუთარ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე. დედაქალაქის მერია გეგმავს სხვადასხვა​ ​საახალწლო საკონცერტო პროგრამას, რა თქმა უნდა, მაყურებლის გარეშე და ის გადაიცემა ტელევიზიით. ეს დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც ძალიან დაეხმარება კულტურის მოღვაწეებს“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding