ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 121, იმერეთში – 239, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 121, იმერეთში – 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 64, იმერეთში – 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 – თბილისში, 668 – აჭარაში, 112 – იმერეთში. 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 183, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 13.
სულ 6 ოქტომბრიდან – 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 20 905 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 708 პირი, აჭარაში – 4 006, იმერეთში – 4 887“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საქართველოში კორონავირუსის 218 724 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა – 196 220. გარდაიცვალა – 2 313. კარანტინის რეჟიმშია – 396, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 5 969. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 542 მოქალაქე.
კომენტარები