• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 21st January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

სარა ჯესიკა პარკერმა სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელების ტიზერი გამოაქვეყნა

სარა ჯესიკა პარკერმა სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელების ტიზერი გამოაქვეყნა
38 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

სტრიმინგ სერვისსზე HBO Max ცნობილი სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელება გამოვა. ამის შესახებ Variety იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტში სერიალის ოთხი მთავარი გმირიდან სამი – კერი, მირანდა და შარლოტა გამოჩნდებიან. სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევის თავის როლებს დაუბრუნდებიან. თუმცა, ახალ პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას კიმ კეტროლი, რომელიც სამანტას როლს ასრულებდა.

პარკერმა, ნიქსონმა და დევისმა სოციალურ ქსელებში ახალი პროექტის ტიზერი გამოაქვეყნეს. მასში 10 ნახევარსაათიანი ეპიზოდი იქნება, გადაღებები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ცნობილია სერიალის სახელწოდება And Just Like That… („და აი ასე…“).

 

არაოფიციალური ინფორმაცია სერიალის გაგრძელების შესახებ 2020 წლის დეკემბერში გავრცელდა.

„სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა, სერიალი ნიუ-იორკში 4 მეგობრის ცხოვრებას ეძღვნებოდა. შოუს 2 სრულმეტრაჟიანი ფილმი მოჰყვა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding