• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Tuesday 09th March 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • განათლება
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • ელ წიგნები
    • SOS დაეხმარე!
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის, თუ სკოლაში სიარულის ნაცვლად შვილისთვის დისტანციურ სწავლას აირჩევთ!

საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის, თუ სკოლაში სიარულის ნაცვლად შვილისთვის დისტანციურ სწავლას აირჩევთ!
194 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ფოთსა და გორში კი საკლასო ოთახებში სწავლას ყველა კლასის მოსწავლე შეძლებს.

გარდა ამისა, მშობლებს ექნებათ დისტანციური სწავლების მეთოდის არჩევის შესაძლებლობა.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი დისტანციური სწავლების მეთოდს მიანიჭებს უპირატესობას, ჩნდება კითხვა, როგორ აუნაზღაურდებათ მასწავლებლებს გაწეული შრომა და როგორ დაფარავს სკოლა დამატებითი საათების ხარჯებს? ამას განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე განმარტავს:

„იმის გამო, რომ არსებობს შფოთვა, არსებობს შიში მშობლების მხრიდან, რომ შვილები კიდევ უფრო მეტად დაიცვან, ვთავაზობთ ასეთ რაღაცას, რომ აირჩიონ დიდ ქალაქებში, მივიდნენ სკოლაში, განცხადება დაწერონ და თქვან: ორშაბათიდან, მე მინდა ჩემი შვილი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე.

დღეს შემიძლია ვთქვა და დავამშვიდო სკოლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომ განათლების სამინისტრო დააფინანსებს იმ ჩატარებულ საათებს, რომელსაც ჩაატარებს სკოლა. სკოლას შეუძლია სკოლის სივრცეში არსებული მასწავლებელი ჩართოს, თავისი კლასის მასწავლებლებმა ჩაატარონ ეს დისტანციური გაკვეთილები. აქ არის საუბარი საჯარო სკოლებზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერ გადავიხდით კერძო სკოლებზე“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding