• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Tuesday 09th March 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • განათლება
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • ელ წიგნები
    • SOS დაეხმარე!
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ნატალია თხელიძე შემთხვევის დეტალებზე საუბრობს

შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ნატალია თხელიძე შემთხვევის დეტალებზე საუბრობს
182 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ერთ-ერთი პაციენტი ნატალია თხელიძეა, რომელიც ავარიის დღეს „ტვ პირველთან“ იხსენებს. ამბობს, რომ თაფლის საყიდლად გაჩერდნენ და ამის მერე აღარაფერი ახსოვს. თავის მეგობარ ხატიას კითხულობს. მასზე ნერვიულობს და ამბობს, რომ ორივე კარგად უნდა იყვნენ. მან ჯერ არ იცის, რომ მეგობარი საზარელ ავარიას ემსხვერპლა…

„თაფლის საყიდლად გავჩერდით, მანდ წყდება, აღარაფერი მახსოვს… მხოლოდ ის, რომ ქარი იყო, მაგრამ გზა არ მახსოვს. ვერ ვისადილეთ. გვინდოდა წამოვსულიყავით და ქვემოთ გვესადილა, სადმე რესტორანში…. ჩემი მეგობარი ხატია უნდა იყოს კარგად, როგორც – მე.

ძალიან ვნერვიულობ… ძალიან. რაც გონზე მოვედი, ჩემს ძმას ვეხვეწები, არაფერი დამიმალოთ-მეთქი, მპასუხობენ, რომ არაფერს მიმალავენ.

სახლში მინდა… მინდა, რომ ანალიზის პასუხი კარგი იყოს და  ჩემს სახლში გამიშვან…” – ამბობს ნატალია თხელიძე. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ სამივე გადარჩენილი პაციენტი ერთმანეთს წერილებს უგზავნიდნენ.

„პაციენტებმა იცოდნენ, რომ ისინი გადარჩნენ და ერთმანეთს წერილებს წერდნენ. ნატალია სხვა შატილში გადარჩენილს გამამხნევებელ წერილებს სწერდა, მას ფსიქოლოგიურად უჭირსო”, – იხსენებს ექიმი.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding