• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Wednesday 20th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

შოთა არველაძე: სამი წლის შემდეგ ფახთაქორის მწვრთნელის პოსტს ვტოვებ

შოთა არველაძე: სამი წლის შემდეგ ფახთაქორის მწვრთნელის პოსტს ვტოვებ
37 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ, საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ უზბეკური საფეხბურთო კლუბის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.

“სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერასაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო”. – წერს არველაძე.

შოთა არველაძე ფახთაქორში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლის ზაფხულში დაინიშნა. კლუბთან ერთად ქართველმა მწვრთნელმა 5 ტიტულის მოპოვება შეძლო და თავისი კარიერა ფახთაქორში 20 დეკემბერს მოგებული უზბეკეთის თასით დააგვირგვინა.

“კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა!”. – წერს არველაძე.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding