თბილისის მერია მუნიციპალური და კერძო სასაფლაოების მოწესრიგების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„მინდა შევეხო ერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობს, ამ კუთხით უნდა მოხდეს სიტუაციის მოწესრიგება. თემა ეხება სასაფლაოებს, როგორც კერძოს, ისე მუნიციპალურს. ამ მიმართულებით გვქვს სრული ქაოსი. იმიტომ რომ ხშირად ხდება შემთხვევები, სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა, რაზეც არანაირი სანქციები არ არსებობს. ასევე ხდება უკანონოდ მიწების დატაცება და საფლავებისთვის ხდება კონკრეტული მიწის ნაკვეთების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს კერძო საკუთრება ან მუნიციპალიტეტის მიწები“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. „ასევე ხშირია საფლავს ზედა ნაგებობის უნებართვო მოწყობა. უკანონო კონსტრუქციების შემთხვევები, ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდეს ამისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები რასაც ვამზადებთ, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში მოხდება“, -აღნიშნა კალაძემ. .
კომენტარები