• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 06th March 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • განათლება
  • კულტურა
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • ელ წიგნები
    • SOS დაეხმარე!
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

თუ ნაჭრის პირბადეს კერავთ ან მოიხმართ, შეძენისას ეს უნდა იცოდეთ – ჯანმოს რეკომენდაცია

თუ ნაჭრის პირბადეს კერავთ ან მოიხმართ, შეძენისას ეს უნდა იცოდეთ – ჯანმოს რეკომენდაცია
93 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ნაჭრის პირბადეების გამოყენებაზე ნებართვა გასცა, რადგან კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გზა არ შეცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა ავრცელებს.

იქვე პირბადეების შეკერვის აუცილებელი წესების დაცვაა განმარტებული. თუ სახლის ან სამკერვალო დაწესებულების პირობებში, ქსოვილის ნიღბების კერვით დაკავებული ხართ, ან ამ ტიპის პირბადეს იყენებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ვან კერხოვემ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაეროს ჯანდაცვის სააგენტო არ აპირებს პოზიციის შეცვლას.

„პირბადის გამოყენების წესებთან დაკავშირებით, ქვეყნებს თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები, როგორც ისინი საჭიროდ თვლიან. ჩვენ გავაგრძელებთ აქამდე დაფიქსირებული შემთხვევების კვლევას, თუმცა იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც იმ ქვეყნებში აქამდე ფიქსირდება, სადაც ვირუსის ეს ახალი შტამები გავრცელდა, ვირუსის გავრცელებაში არანაირი ცვლილება არ შეინიშნება. თუ მომავალში რამე შეიცვლება, ჩვენც შევცვლით პირბადებეების გამოყენების წესს და შესაბამისად მითითებებს განვაახლებთ”. – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, აუცილებელია ქსოვილის სახის ნიღბები სამი ფენისგან დამზადდეს, რათა ვირუსისგან დაცვა უზრუნველყოფილი იყოს.

„შიდა ფენა უნდა იყოს წყლის შთანთქმელი, მაგალითად, ბამბა; შუა ფენა უნდა იყოს ისეთი მასალისგან, როგორიცაა ნაქსოვი პოლიპროპილენი და ფილტრის როლს ასრულებს; ხოლო გარე ფენა უნდა იყოს წყალგამძლე, მაგალითად, პოლიესტერი” – ჯანმოს რეკომენდაცია.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding