• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Monday 18th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

წესების დაცვით, ადამიანებს სამსახური და გადაადგილების უფლება უნდა მივცეთ – კულუმბეგოვი

წესების დაცვით, ადამიანებს სამსახური და გადაადგილების უფლება უნდა მივცეთ – კულუმბეგოვი
63 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

„ალბათ, წესების დაცვით, ადამიანებს სამსახური და გადაადგილების უფლება უნდა მივცეთ“ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„ჯერჯერობით სტაბილურია სიტუაცია და ამიტომ, წესების დაცვით, რასაც მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც და მოქალაქეებმაც გაართვეს თავი, ალბათ, ადამიანებს სამსახური, გადაადგილების უფლება და ა.შ. უნდა მივცეთ.

მესმის, რომ ძალიან რთულია და ამან შეიძლება, ეპიდემიას დაარტყას, მაგრამ წესრიგს თუ დავიცავთ და არ მოვადუნებთ ყურადღებას, არ გამოიწვევს დრამატულად ციფრების გაზრდას.

სახელმწიფომ ამიტომ სერიოზული კონტროლი უნდა დააწესოს, გახსნის შემთხვევაში უნდა იყოს უკლებლივ დაჯარიმება, დახურვა იმ წუთში. ბევრ სარესტორნო სივრცეს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს, ვიდრე რესტორანს დაჯავშნი, უნდა მიხვიდე ნახევარი საათით ადრე, სწრაფი ტესტის პასუხს უნდა დაელოდო გარეთ. თუ ხარ უარყოფითი, მერე გიშვებენ რესტორანში. ეს თავის გადასარჩენად მოიფიქრა თვითონ ბიზნესმა. სახელმწიფოს ხელებში არ უყურებენ და არ არიან ხელშემყურე, მხოლოდ ქვეყანა რას მოიფიქრებს.

თვითონაც უნდა იყვნენ მოტივირებული, რაც უფრო მეტი იქნება ინფექციის კონტროლი მათ დაწესებულებებში, გადარჩებიან დიდი ხანი და არავითარი პრობლემა არ იქნება, არ შეექმნება მათ დახურვის საფრთხე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding