• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Sunday 17th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ციკუარისტიკა – მეცნიერება სიგარის შესახებ

ციკუარისტიკა – მეცნიერება სიგარის შესახებ
154 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ციკუარისტიკა, როგორც ექპერიმენტურ-გამოყენებითი სისტემა, ინტეგრირებულია თანამედროვე ფსიქოლოგიის ზოგიერთ მიმართულებაში და მას სიგარის შესახებ მეცნიერებასაც უწოდებენ. ციკუარისტიკას აქვს პოლიტიკური მიმართულებაც – ამერიკის 41 პრეზიდენტიდან, 21 მათგანი სიგარის მოყვარული და დამფასებელი აღმოჩნდა. მათ შორის, ჯონ ადამსი, ჯეიმს მედისონი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი.

სიგარისადმი განსაკუთრებული ლტოლვა ბილ კლინტონსაც ამოძრავებდა, რის გამოც, მას უთანხმოება ჰქონდა მეუღლე ჰილარისთან. კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ ჰილარი კლინტონმა თეთრ სახლში მოწევა აკრძალა და პრეზიდენტის რეზიდენციის ყველა ოთახიდან და კაბინეტიდან საფერფლეების გატანა ბრძანა. კლინტონი სიგარით ტკბობას საზღვარგარეთ დაგეგმილი საქმიანი შეხვედრებისას ახერხებდა.

პლანეტის ყველაზე ცნობილი სიგარის მოყვარულის სტატუსი კი, დღემდე შემორჩა უინსტონ ჩერჩილს. ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის მეგობრები მემუარებში წერდნენ, რომ ჩერჩილს შეეძლო, დღეში 12-მდე სიგარა მოეწია. მან სიგარა პირველად კუბაში გასინჯა.

სიგარის სიყვარულში ბრიტანელ პრემიერ-მინისტრს არც გერმანელი კანცლერი, ოტო ფონ ბისმარკი ჩამოუვარდებოდა. ცნობილია, რომ ბისმარკს, დღეში, 15 სიგარის მოწევა შეეძლო. ბისმარკის ესტაფეტა წარმატებულად გააგრძელა გერმანიის კიდევ ერთმა კანცლერმა, გერხარდ შროდერმაც.

საინტერესოა ისრაელის ყოფილი პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ისტორიაც. ქვეყანამ, რომელიც უკომპრომისოდ ებრძვის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ნებისმიერ ფაქტს, უეცრად აზრი შეიცვალა. როცა ისრაელში გადასახადების ამკრეფების რისხვის სამიზნე პრემიერ-მინისტრი და მისი სიგარისადმი მიდრეკილება გახდა, ბენიამინს ადვოკატის როლში საზოგადოება მოევლინა. როგორც სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა ცხადყო, ისრაელის მოსახლეობამ სავსებით დასაშვებად ჩათვალა ნეთანიაჰუს ეს `სისუსტე~, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ძვირფას სიგარებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდა.

სიგარის წარმოებას, შერჩევას, მოკიდებას და მოწევის პროცესს მთელი რიგი რიტუალები ახლავს თან. დამწვარ სიგარას არ აფერფლებენ, ფერფლი თავად უნდა ჩამოშორდეს მას, როცა ამას თავად სიგარა ჩათვლის საჭიროდ. სიგარას არც აქრობენ. როგორც ამბობენ – სიგარას ნება უნდა მისცეთ, თავად დალიოს სული და ღირსეული სიკვდილით მოკვდეს.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding