• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Wednesday 20th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

„ვერ დავუშვებდი, რომ ჩემი და მომკვდარიყო“ – 7 წლის ბიჭი დის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა

„ვერ დავუშვებდი, რომ ჩემი და მომკვდარიყო“ – 7 წლის ბიჭი დის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა
71 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

აშშ-ში, ტენესის შტატში 7 წლის ბიჭუნამ უმცროსი და ცეცხლაკიდებული შენობიდან გამოიყვანა და გადაარჩინა. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, უბედური შემთხვევა ქალაქ ნიუ ტეზეველში მოხდა. კრის და ნიკოლ დევიდსონებმა ბავშვები სადილის შემდეგ დასაძინებლად დააწვინეს. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ოჯახის ყველა წევრმა დაიძინა, სახლში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა. მშობლებმა ბავშვები გარეთ გაიყვანეს, თუმცა მანამ, სანამ 22 თვის ერინის საძინებელში შესვლას მოასწრებდნენ, მისი ოთახის კარი ცეცხლმა ჩაკეტა.

კრისი და ნიკოლი გარეთ გავიდნენ, რათა პატარა გოგონა სახლიდან, მისი ოთახის ეზოში გამავალი ფანჯრიდან გამოეყვანათ, თუმცა ცეცხლი საქმეს ართულებდა და მშობლებმა ბავშვის ოთახიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს.

მოულოდნელად, მათი უმცროსი ვაჟი, 7 წლის ელი ფანჯარაში შეძვრა და ცეცხლმოკიდებული ოთახიდან უმცროსი და გამოიყვანა.

„ძალიან მეშინოდა, მეგონა, რომ ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი, მაგრამ ყველაფერი გამომივიდა. ვერ დავუშვებდი, რომ ჩემი და მომკვდარიყო”, – აცხადებს პატარა ელი.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding