• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Wednesday 20th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ვინ აჩენს ხანძარს ოკუპირებულ აფხაზეთში – ნახეთ რას წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში

ვინ აჩენს ხანძარს ოკუპირებულ აფხაზეთში – ნახეთ რას წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში
99 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ რეგიონში ხანძრის გაჩენის მიზეზი ადამიანური ფაქტორია.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ხანძრები სხვადასხვა დასახლებასა და ტყეებში ერთდროულად, საეჭვოდ გაჩნდა.

ისინი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ დროულად გამოიძიონ ხანძრის გაჩენის მიზეზი.

„ხანძარი ქალაქ გაგრასთან, ა. ათონის, გალის რაიონის და ა.შ. დივერსია! მითხარით ხალხნო, სხვას რას დაარქმევთ, თუ ცეცხლი სხვადასხვა დასახლებებსა და ტყეებში თითქმის ერთდროულად გაჩნდა? იძიებენ თუ არა სამართალდამცავი ორგანოები ამ პრობლემას, ვინ იცის?“ – კითხულობს ეთნოლოგი და საზოგადო მოღვაწე ვალერი ბიგუა.

„იგრძნობა, რომ ცეცხლი განზრახ გაჩნდა“, – წერს ასტანა ბგანბა.

„როგორც ჩანს, დივერსიული აქტები კვლავ მიმდინარეობს. საჭირო დასკვნები შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიტანონ! აფხაზეთის ყველა საკვანძო ზონა იწვის! მოქმედების დროა.

თუ სამსახურები ვერ პოულობენ დამნაშავეს, მაშინ ყველა სამსახურის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, რაიონის ჩათვლით, პასუხს აგებს! ჩვენ მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ, რომ უზრუნველყოთ მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოება“, – ამბობს მხატვარი ნუგზარ ლოგუა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding